ქუთაისში ბერი თევდორეს ქუჩის სანიაღვრე და გუგუნავას ქუჩის შიდა გზები მოეწყობა
ქუთაისში ბერი თევდორეს ქუჩის სანიაღვრე ქსელის, ასევე გზის რეაბილიტაციისთვის და გუგუნავას ქუჩის შიდა კვარტალური გზების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქუთაისის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 535,039.00 ლარია.
გუგუნავას ქუჩის შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაციის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 681,884.00 ლარს შეადგენს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქში ასევე დაგეგმილია 12 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოების ბეტონის საფარით კეთილმოწყობა. სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 237,040.00