ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფასა და მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე თავისუფალია
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფასა და მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძემ ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ, 7000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.
მორიგი სასამართლო სხდომა 11 თებერვალს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის ინციდენტი 14 იანვარს მოხდა. დეპუტატის განმარტებით, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობის დროს ვახტანგ რობაქიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასსა და მის ოჯახის წევრებს დაემუქრა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.