ავსტრალიაში ხანძრით და წყალდიდობით დაზარალებულ შტატ ვიქტორიაში ქარიშხალია მოსალოდნელი
ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, ძლიერი ქარიშხლისთვის ემზადებიან, რომელმაც შესაძლოა წყალდიდობა გამოიწვიოს,- ამის შესახებ ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტები ძლიერი ქარსა და უხვ ნალექს პროგნოზირებენ. ასეთი ამინდი შტატში სავარაუდოდ 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ბოლო მონაცემებით, შტატის ტერიტორიაზე ცეცხლის 14 კერა ფიქსირდება.
ტყის ხანძრებით დაზარალებულ შტატებში 16 იანვარს გაწვიმდა. მაშინ მეტეოროლოგებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ უხვი ნალექი დამწვარ ტერიტორიაზე წყალდიდობებსა და მეწყერს გამოიწვევს. 18 იანვარს დაზარალებულ შტატებში წყალდიდობა დაფიქსირდა.
ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა, 2000-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა.