ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ მიონის შენობას ხანძარი გაუჩნდა- გარდაცვლილია ერთი მამაკაცი (ფოტო,ვიდეო)

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ მიონის შენობას ხანძარი გაუჩნდა. ღია ცეცხლის კერა შენობის მე-6 სართულზე იყო გავრცელებული.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში” განუცხადეს, ადგილზე შესულ სახანძრო ჯგუფს ერთი, შუა ხნის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე 7 სახანძრო ჯგუფი მუშაობდა, ” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის” ინფორმაციით ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები