საქართველოს საგარეო ვალი 306 მლნ-ით გაიზარდა და 5,74 მლრდ დოლარს გადააჭარბა

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის 31 დეკემბრისათვის საქართველოს საგარეო ვალმა 5,74 მლრდ დოლარი შეადგინა. 2018 წელთან შედარებით ქვეყნის ვალი 306 მლნ-ით გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 5 740,266 მილიონიდან სახელმწიფოს ვალი 5 491,358 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი კერძო ფინანსურ ინსტიტუბს მართებთ.

დავალიანება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუთებთან მიმართებაში 3.9 მილიარდ დოლარს აჭარბებს. რაც შეეხება კრედიტორ სახელმწიფოებს. ყველაზე მეტი საქართველოს გერმანიის ვალი აქვს – 375, 361 მილიონი დოლარი, მეორეზე საფრანგეთია -330, 949 მილიონი, ხოლო მესამეზე იაპონია -212, 284 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, საქართველოს ვალი თურქეთთან მიმართებაში 12, 901 მილიონი დოლარია. 51,356 მილონიანი დავალიანებაა რუსეთთან მიმართებაში. სომხეთის ვალი 7, 132 მილიონი დოლარია, ხოლო აზერბაიჯანის 6,699 მილიონი დოლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები