თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მოსწავლეები სასწავლო პროცესს არ ესწრებიან

თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესს არდადეგების დასრულების შემდეგ, მოსწავლეების მინიმალური რაოდენობა ესწრება. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ” რეგიონულ კვირასთან ” განმარტავს, რომ მოსწავლეების სკოლაში გამოუცხადებლობის სავარაუდო მიზეზად სეზონური ვირუსები სახელდება. ლევან მრელაშვილის ინფორმაციით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა მუნიციპალიტეტის სოფლის სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესს შედარებით მეტი მოსწავლე ესწრება.
” დამრიგებლები ურეკავენ მშობლებს და არკვევენ მიზეზს, რატომ არ ესწრებიან სასწავლო პროცესს მოსწავლეები. ძირითადად მშობლები ვირუსის საშიშროებას ხედავენ. იმედია, ორშაბათიდან სიტუაცია შეიცვლება და მოსწავლეებიც დაუბრუნდებიან ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება სოფლის საჯარო სკოლებს, იქ მეტი მოსწავლე ფიქსირდებოდა”,- განაცხადა ლევან მრელაშვილმა.
ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებში, 27 დეკემბერს დაიწყო და 15 იანვრამდე გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები