ესპანეთიდან პიკასოს ნახატის გატანა აღკვეთეს – დაკავებულს 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მადრიდის სასამართლომ, 83 წლის მილიარდერს, ყოფილ ბანკირს, ხაიმე ბოტინს, 18 თვით თავისუფლების აღკვეთა და 52,4 მლნ ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

ამის მიზეზი ბანკირის მიერ ქვეყნიდან პიკასოს ნახატის „ახალგაზრდა ქალის თავის“ გატანის და მისი ლონდონის აუქციონზე გაყიდვის მცდელობა გახდა.

ნახატი ბოტინის იახტაზე, 2015 წელს იყო აღმოჩენილი და ის ესპანეთის ეროვნულ სიმდიდრედ იქნა აღიარებული, ამიტომ მისი გატანა დაუშვებელია.

სასამართლომ ასევე ნახატის კონფისკაცია მოახდინა და სახელმწიფოს გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები