გომბორის უღელტეხილზე თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ვაზიანი-გომბორი-თელავის ცენტრალურ გზაზე მეორე დღეა ინტენსიურად თოვს, თუმცა შეზღუდვები დაწესებული არ არის.
თელავის საგზაო სამმართველოში აცხადებენ, რომ დილის 6 საათიდან მუშაობენ გზის გაწმენდით სამუშაოებზე და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. თელავის საგზაო სამმართველოს უფროსი მძღოლებს ზაფხულის საბურავებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
“თოვლის საფარი უღელტეხილზე დაახლოებით 12 სანტიმეტრამდე აღწევს, რასაც თან ერთვის ყინვა -5 -6 გრადუსი. გზის გაწმენდით სამუშაოებში ტრაქტორების ჩართვაც გახდა საჭირო. ამ ეტაპზე სამი ტრაქტორი მუშაობს გზიდან თოვლის გადახვეტაზე, ასევე 4 მანქანა პერიოდულად ყრის ტენქნიკურ მარილს”- განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა, თამაზ აბდულაშვილმა.