გომბორზე გადაადგილებაზე შეზღუდვები მოხსნილია
თელავი-ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოხსნილია.
,,დილის 9-ის ნახევარზე მოვხსენით შეზღუდვები, გზის საფარი შავი იყო აბსოლიტურად, თუმცა ცოტა ხნის წინ დაიწყო ისევ ინტენსიური თოვა, რის გამოც გზის რამდენიმე კილომეტრი უკვე გადათეთრდა. ჩვენი ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, ყრიან მარილს და ამ ეტაპზე გადაადგილება თავისუფალია.,, – ამბობს თელავის საგზაო სამმართველოს უფროსი თამაზ აბდულაშვილი.
გომბორზე თოვა გუშინ ღამის საათებში დაიწყო, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები იყო დაწესებული.