პანკისის ხეობაში ქერიმ დუიშვილის აკლდამა გადაწვეს
პანკისის ხეობაში სოფელ დუისის სასაფლაოზე ქერიმ დუიშვილის აკლდამა გადაწვეს. დუიშვილს ხეობაში მცხოვრები მუსლიმების ნაწილი წმინდანად მიიჩნევს. აკლდამაში, სადაც ქერიმ დუიშვილის საფლავია მოქცეული, ხალხი სალოცავად დადიოდა. ქერიმ დუიშვილი 1977 წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პანკისის სალაფიტური თემის იმამი აბუ მუსლიმი ვარაუდობს, რომ ქერიმ დუიშვილის აკლდამაში ცეცხლი შესაძლოა დაუდევრობით გაჩნდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
ფოტო: პანკისის სათემო რადიო