ნინო ბურჯანაძე: “Human rights watch”-ის ანგარიში საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძალიან სერიოზული სიგნალია
“Human rights watch”-ის ანგარიში საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძალიან სერიოზული სიგნალია,- ასე შეაფასა „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ჰიუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიში.
ბურჯანაძის თქმით, ანგარიში ხელისუფლებისათვის ძალიან დიდი გამოწვევაა.
“ძალიან სერიოზული სიგნალია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ხელისუფლებისათვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, როდესაც ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია პრაქტიკულად ლაპარაკობს იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი პროკურატურა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “Human rights watch”-მა ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზეც. უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცველების მხრიდან არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული.