რომან კაკულია: არიან ისეთი ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის ხელისუფლების იმიჯი ნებისმიერი მეთოდებით გაანულონ
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ჰიუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიში შეაფასა.
მისი თქმით, არიან ისეთი ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის ხელისუფლების იმიჯი ნებისმიერი მეთოდებით გაანულონ.
“არიან ისეთი ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციონერებს უწოდებენ და საზოგადოებაში ავტორიტეტის ამაღლებით კი არ ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის ხელისუფლების იმიჯი გაანულონ ნებისმიერი მეთოდებით. სამწუხაროდ ამ პრინციპს, ვერტიკალს ვიცნობ და შემიძლია რამდენიმე ადამიანი წარმოგიდგინოთ კიდევაც, რა ტექსტით მიიღო მონაწილეობა ამ ტექსტის ფორმირებაში. საზოგადოებამ ამას უნდა მიხვდეს პირველ რიგში”, – განაცხადა რომან კაკულიამ.
ცნობისთვის, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “Human rights watch”-მა ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზეც. უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცველების მხრიდან არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული.