მამუკა ხაზარაძე “Human Rights Watch”-ის ანგარიშზე: ეს დასკვნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა და სამართალი არ არსებობს
პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ჰიუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიშს აფასებს.
მისი თქმით, ანგარიშში გამოქვეყნებული დასკვნა ნიშნავს, რომ საქართველოში სამართალი არ არსებობს.
“ეს დასკვნა და არა მარტო ეს დასკვნა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა და სამართალი არ არსებობს. ჩვენ ქვეყანაში პროკურატურა არის მითვისებული ერთი ადამიანის მიერ. ეს პოლიტიკური პატიმრები, თუ 2020-ის მერე დაპატიმრებული ადამიანები, არიან ერთის მიერ გადაწყვეტილების შედეგად მიღებული შედეგი,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “Human rights watch”-მა ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზეც. უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცველების მხრიდან არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული.