სერგი კაპანაძე: “Human Rights Watch”-მა ძალიან კარგად, დეტალურად და რაც მთავარია სწორად აღწერა, რაც 2019 წელს საქართველოში ხდებოდა
“Human Rights Watch”-მა ძალიან კარგად, დეტალურად და რაც მთავარია სწორად აღწერა, რაც 2019 წელს საქართველოში ხდებოდა,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ჰიუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ანგარიშში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პოზიცია ძალიან ცალსახადაა დაფიქსირებული.
“Human Rights Watch”-მა ძალიან კარგად, დეტალურად და რაც მთავარია სწორად აღწერა, რაც 2019 წელს საქართველოში ხდებოდა ყველა მიმართულებით. 20 ივნისთან დაკავშირებით, ძალიან ცალსახად აქვს პოზიცია დაფიქსირებული, რომ ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელსაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა დარბევა და, რომ პასუხისმგებლობები არათანაბრად განაწილდა”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “Human rights watch”-მა ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზეც. უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცველების მხრიდან არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული.