თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი დაშავდა. ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.