დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის დღევანდელი რეაქცია არის პირდაპირი მინიშნება, თუ როგორ მოქმედებდა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს
ოპოზიციის დღევანდელი რეაქცია არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, თუ როგორ მოქმედებდა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” მოწოდებას პროკურატურისადმი, რომ კლუბ “ბასიანთან” მომხდარი დანაშაულის კვალიფიკაციას გადახედოს.
მისი თქმით, „ევრო ნაცები” სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, რომ მათ არა სამართლიანი, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.
“ოპოზიციის დღევანდელი რეაქცია არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, თუ როგორ მოქმედებდა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ისინი სისხლის სამართლებრივ საქმეებზე პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და არა – სამართლებრივს. სწორედ ამას მოუწოდებენ დღეს “ევრო ნაცები” სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მათ არა სამართლიანი, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. კვალიფიკაციის შეცვლის ან დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას. გამოძიება მის ხელთ არსებული მასალებიდან გამომდინარე იღებს. ეს არის უშუალოდ გამოძიების პრეროგატივა, რადგან ის მტკიცებულებებს ეყრდნობა”,- განაცხადა მათიკაშვილმა.