ხულოს მერი საზოგადობას თეატრის დღეს ულოცავს

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე თეატრის მნიშვნელობასა და როლს აღნიშნავს.

„თეატრი ძალიან მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ როლს ასრულებდა და ასრულებს თითეული ჩვენთაგანის ეროვნული ცნობიერების განმტკიცებასა და შენარჩუნებაში. სწორედ, სცენა არის ის ადგილი რომელიც ნათლად ირეკლავს ჩვენი საზოგადოების ყოფა ცხოვრების ფუნდამენტურ საკითხებს.

გულითადად გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ეს დღე მნიშვნელოვანია და ზოგადად, ვისაც უყვარს ქართული თეატრი. განსაკუთრებით მინდა მივულოცო, მადლობა გადავუხადო სსიპ ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობთა დასს, წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის,”- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები