14 იანვარი – ტიციან ტაბიძის ბედნიერი თარიღი
14 იანვარს ფეისბუქზე სტატუსით ეხმიანება ფონდ „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის“ დამფუძნებელი, ლიტერატურათმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილი.
„1920 წლის 14 იანვარს დაქორწინდნენ ტიციანი და ნინა მაყაშვილი.
ქორწილი პაოლომ გადაუხადა (და ეს ცალკე მოსაყოლი ამბავია).
ერთი წლის შემდეგ, ზუსტად 14 იანვარს, დაიბადა ნიტა – მათი ერთადერთი ქალიშვილი“, – წერს ნინო ჩხიკვიშვილი.