პაატა იმნაძე: გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არსებობს
“დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის.
მისი თქმით, გრიპის ვირუსით ამბულატორიულ დაწესებულებებში მიმართვიანობამ, წინა კვირასთან შედარებით, მცირედით მოიმატა.
“დღეისათვის მიმართვიანობა ამბულატორიულ დაწესებულებებში ოდნავ მოიმატა წინა კვირასთან შედარებით. ახლა არის 220-მდე მაჩვენებელი. მთავარი რეკომენდაცია: ხელების ხშირი დაბანა არის ძალიან კარგი მეთოდი გრიპის თავიდან ასაცილებლად. ორსულებს ისევ და ისევ ვთხოვთ, რომ მათთვის ვაქცინების მარაგი არის, ამიტომ ორსულებს შეუძლიათ მიმართონ და აიცრან. გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.