ხორვატიის პრეზიდენტი: კორუფცია სკოლაში საკონტროლოს გადაწერით იწყება
ხორვატიის პრეზიდენტის კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში კორუფციის ნორმალიზება უნდა დაიწყოს ბავშვობიდან – მაგალითად, საკონტროლოს გადაწერიდან სკოლაში.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ზაგრებში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გრაბარ-კიტაროვიჩი ამბობს, რომ მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდაზე სხვისგან იწერენ „გმირებად“ აცხადებენ, ზუსტად ასე იწყება კორუფცია.
„მოსწავლეები ეძებენ შესაძლებლობას, რომ სისტემას გვერდი აუარონ“,-აღნიშნა ხორვატიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უამრავი ადამიანი ყოველდღიურობაში კორუფციის ნიშნებს ვერც კი ამჩნევს, მაგალითად, „როდესაც ექიმთან მიდიხარ, როგორც წესი ყვავილები, შოკოლადი ან სხვა რამე მიგაქვს. დედაჩემი იყო ახლახანს საავადმყოფოში და მეგობრები მეკითხებოდნენ: „რატომ არ მიიტანე არაფერიო?“ მე ვუპასუხე: „არ ვაპირებ ასეთ კორუფციაში მონაწილეობას“. საჩუქრების კალათას შობაზე მივიტან“.
ევროკომისიის გამოკითხვის თანახად, ხორვატების 59% ყოველდღიურობაში გრძნობს კორუფციის ნიშნებს. 16%-მა განაცხადა, რომ პირადად ყოფილა მსგავსი მოვლენის მონაწილე, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მაღალი მაჩვენებელია.