ჰერალდიკის საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშა გამოფინონ

ჰერალდიკის საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს, საქართველოს სახელმწიფო დროშა გამოფინონ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფო დროშა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს, მისი მხატვრულ-შინაარსობრივი მხარე თეთრ ველზე გამოსახული ხუთი ჯვარი სამყაროს ოთხი მიმართულებით მისი ღირებულებების გავრცელების სურვილს და მისწრაფებას გადმოსცემს.

„14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. საქართველოს დროშა ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. საქართველოს სახელმწიფო დროშა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს, მისი მხატვრულ-შინაარსობრივი მხარე თეთრ ველზე გამოსახული ხუთი ჯვარი სამყაროს ოთხი მიმართულებით მისი ღირებულებების გავრცელების სურვილს და მისწრაფებას გადმოსცემს. საქართველოს დროშით იყო აღნიშნული ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე სახელმწიფო, რომელიც საკუთარ სიმბოლოდ აღმართავდა ხუთჯვრიან დროშას. დღეს ჯვარი სეკულარული სიმბოლოა, მაგრამ თანამედროვე ღირებულებების გავრცელების და აღიარების ამბიცია რთულ რეგიონში კვლავ რჩება საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების მაპროფილებელ ნიშნად. საქართველოს სახელმწიფო დროშა დიდი სიამაყით და პასუხისმგებლობით განმსჭვალავს თითოეულ მოქალაქეს და შესაბამისად ღირსი პატივით მოპყრობასა და გამოფენას ავალდებულებს. გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!,“-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები