ფოთში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, მეუღლემ დაჭრა

ფოთში, ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა დაჭრა. დაჭრილი ქალი, ფოთის ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით და ნაკვეთი ჭრილობით შეიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადამ პირველადი დახმარება 34 წლის ქალს ადგილზე გაუწია და შემდგომი კვლევებისათვის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულია, 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეჭვმიტანილი დაშავებული ქალის მეუღლეა, პოლიციამ იგი უკვე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები