მიხეილ სააკაშვილი: გუშინ ჩემმა ინტერვიუმ ნიკა გვარამიასთან “რუსთავი 2”-ის მეგა შოუს ორი ერთზე პროპორციით მოუგო
გუშინ ჩემმა ინტერვიუმ ნიკა გვარამიასთან “რუსთავი 2”-ის მეგა შოუს, რომელშიც ივანიშვილმა ქვეყნის ფული ჩაყარა თითქმის ორი ერთზე პროპორციით მოუგო,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სიმართლისკენ ხალხის ლტოლვას ვერაფერი შეაჩერებს.
“გუშინ ჩემმა ინტერვიუმ ნიკა გვარამიასთან “რუსთავი 2”-ის მეგა შოუს, რომელშიც ივანიშვილმა ქვეყნის ფული ჩაყარა თითქმის ორი ერთზე პროპორციით მოუგო. ეს არამხოლოდ იმაზე მეტყველებს რომ მიტაცებულ და გაუპატიურებულ “რუსთავს” ვეღარაფერი გააცოცხლებს, არამედ პირველ რიგში იმაზე, რომ ხალხის ლტოლვას სიმართლისკენ ვერაფერი შეაჩერებს; და ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგები თავადაც იხილეთ”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.