ავღანეთში, უამინდობას 15 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც

ავღანეთში, დიდთოვლობას 15 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 6 ბავშვია. დაᲨავებულია 14 მოქალაქე.

ამის შესახებ ინფორმაციას „სინჰუა“ ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემით, დაღუპულთაგან 6, ინჯილის რაიონში სახურავების ჩამონგრევას ემსხვერპლა, ორი ადრასკანის რაიონში დაიღუპა.

ყანდაგარის პროვინციაში ქალი, სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. ანალოგიური მიზეზით 6 ბავშვი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები