სოხუმში მიმდინარე პროცესების ფონზე, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქმა, აერომობილური ჯგუფების სწავლება დაიწყო, რომლის დროს, დესანტმა პირობითი მოწინააღმდეგის შორს მდებარე ძალები უნდა გაანადგუროს.
სწავლებაში ათასამდე სამხედრო მონაწილეობს.
დესანტის ყურადღება მოწინააღმდეგის ლიკვიდაციასა და მანევრულობას ეთმობა.