ელიზბარ ჯაველიძე: საქართველოს ისტორიულ მტრებთან ირანთან და თურქეთთან საზღვარი უნდა გადაიკეტოს, ხოლო არაბულ-ისლამური სამყაროს ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს
ამერიკასა და ირანს შორის არსებულ დაპირისპირებაზე და საქართველოში ათობით ირანელის ჩამოსვლაზე აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოს ისტორიულ მტრებთან ირანთან და თურქეთთან საზღვარი უნდა გადაიკეტოს, ხოლო არაბულ-ისლამური სამყაროს ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს.
“მართალია, ამერიკა-ირანის დაპირისპირება არც ამჯერად გადაიზარდა გლობალურ ომში, მაგრამ ფაქტია, რომ არც პირველია და არც უკანასკნელი, როდესაც ეს ორი ქვეყანა საომარ ზღვარზე იმყოფებიან. თუ სააკაშვილმა 30 ათასამდე თურქს მისცა მოქალაქეობა და აჭარა თურქებით გაავსო, ამ ხელისუფლების პირობებში თბილისში ათობით ათასმა ირანელმა, ერაყელმა თუ სირიელმა დაიდო ბინა.
დიახ, ბატონო, ჯერ კიდევ როდის შევუძახეთ ჩვენს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს- ნუ გასცემ უცხოელებზე ბინადრობის უფლებას ერთი ბინის ყიდვის საფასურადო. ანუ საკმარისია, აქ ჩამოსულმა ირანელმა ერთი ბინა იყიდოს თბილისში და გაამდიდროს ისედაც უსაშველოდ გამდიდრებული სამშენებლო კომპანიები, რომ მას ავტომატურად ეძლევა საქართველოში ბინადრობის უფლება. არ არის ეს ერისა და ქვეყნის ღალატი?!
პირდაპირ ვამბობ: სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც ასობით კორპუსი ააშენეს უცხოტომელებისთვის, საქართველოსა და ქართველი ხალხის ისეთივე დაუძინებელი მტრები არიან, როგორც ბანკები და კაზინო-ტოტალიზატორები. მაშინ, როდესაც ჩვენი ასობით ათასი დევნილისთვის ვერ მოგვივლია, როცა ქვეყნიდან მასობრივად გარბის ხალხი, მტერი უნდა იყო, აქ გაურკვეველი წარმომავლობის და ჩვენთვის აბსოლუტურად უცხო კულტურის ხალხის ჩამოსახლება ითავო.
ნაკლებად მაღელვებს ამათი ლიბერასტულ-სოროსული კრიახი. მე, უპირველეს ყოვლისა, ჩემს სამშობლოზე და მის მომავალზე უნდა ვიზრუნო და არა იმაზე, რომელიმე ტვინმოღრეცილი მანქურთი რა იარლიყს მომაკერებს. მოკლედ, გადაიკეტოს საზღვარი საქართველოს ისტორიულ მტრებთან ირანთან და თურქეთთან. გაუქმდეს უვიზო რეჟიმი არაბულ-ისლამური სამყაროს ქვეყნებთან და წერტილი!
ტრამპმა ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები ამ ბოლო ინციდენტის შემდეგ კიდევ უფრო გაამკაცრა. განა, ძნელი მისახვედრია, რომ ეს კიდევ უფრო გააუარესებს ირანის ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და, შესაბამისად, უვიზო რეჟიმის პირობებში, ირანიდან საქართველოსკენ გამომქცევთა რაოდენობაც მოიმატებს? და რა ვქნათ. ჩვენ, ამ გაღორებული სამშენებლო კომპანიების გამდიდრებას გადავაყოლოთ ქვეყანა?!”, – განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.