საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ფედერალური მიწის ჰესენის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მიწის ჰესენის იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, თომას მეცთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა ქართულ-გერმანული თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს მიერ ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზზე განვითარებული მოვლენები.

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ გერმანული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული მხარის ინიციატივას ფედერალურ მიწებთან თანამშრონლობის გააქტიურებუს შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები