ავარიის შედეგად დაშავებული გურჯაანელი ახალგაზრდა გარდაიცვალა

გურჯაანელი ახალგაზრდა, რომლის დასახმარებლად სოციალურ ქსელსა და მედიასაშუალებებში კამპანია იყო დაწყებული, წუხელ გარდაიცვალა.

გურჯაანის მკვიდრი 27 წლის ვასილ კვეზერელი, თბილისში ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა შესაბამის მკურნალობას,თუმცა მედიკოსების ინფორმაციით მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

ახალგაზრდა მამაკაცისთვის მკურნალობისთვის საჭირო თანხების მოსაძიებლად დახმარების კამპანია რამოდენიმე დღის წინ დაიწყო. კვეზერელების ოჯახს, კანონით დადგენილი წესით, დახმარება გაუწია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამაც, თუმცა კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვასილ კვეზერელი “საქართველოს ბანკის” გურჯაანის ფილიალის თანამშრომელი იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგთან, 1 იანვარს მოხდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები