ვლადიმირ ჟირინოვსკი: „ტრამპების კლანი“ ხელისუფლებაში 2040 წლამდე დარჩება
რუსეთის პარტია „ლდპრ“ -ის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ში უახლოეს 20 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში „ტრამპების კლანი“ დარჩება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამჟამად ტრამპი გაჩერებულია, მას უკვე ეყო, ის უკვე გმირია – ის ყველას მუშტებით ემუქრებოდა, ახლა შეუძლია დაისვენოს. მან ახლა იმპიჩმენტი უნდა დაძლიოს, ნოემბერში კი, მეორე ვადაზე გავიდეს. ერთი წლის შემდეგ კი, იანვარში, ეს ყველაფერი საშიში ვითარებით მობრუნდება, მას უკვე 4 წელი ექნება წინ. მერე 2024 წელს, სიძე უნდა მოიყვანოს ხელისუფლებაში ორი ვადით, ამის მერე ქალიშვილი. ასე რომ ხელისუფლებაში 20 წლით დარჩებიან“,- განუცხადა ჟირინოვსკიმ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ „2024 წლისთვის ტრამპების კლანიმა, შესაძლოა, საბოლოოდ გაანთავისუფლოს ამერიკა“.