14 იანვარს დროშის აღმართვის ინიციატივას, რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და რუსუდან თევზაძე შეუერთდნენ
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, 14 იანვარს დროშის აღმართვის ინიციატივას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და აღნიშნული უნივერსიტეტის ხელმძღვანელ-კანცლერი რუსუდან თევზაძე შეუერთდნენ.
“საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო დროშას აღმართავს.
მიგვაჩნია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები კიდევ უფრო აქტიურად უნდა ვერთვებოდეთ აღნიშნულ კამპანიაში, ვინაიდან დროშისა თუ სხვა სიმბოლოების პატივისცემა ახალგაზრდა თაობის სახელმწიფოებრივი აზროვნების და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მაგალითია”, – ნათქვამია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარი საქართველოს დროშის დღეა.