ნავთობმა გაიაფება დაიწყო – ტრამპის განცხადებამ ბაზარზე არსებული აჟიოტაჟი ჩააცხრო
მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე არსებული აჟიოტაჟი ჩაცხრა. რამდენიმედღიანი ზრდის ზრდის შემდეგ ნავთობის ფასმა შემცირება დაიწყო. ამერიკული მსუბუქი ნავთობის თებერვლის ფიუჩერსული ფასი $60-ს ჩამოსცდა, Brent-ის $66-ს.
ნავთობის გაძვირება გასული წლის დეკემბერში ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე დაიწყო. 8 იანვარს დილით, როდესაც ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიშის მიიტანა, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი მცირე ხნით $71-ს გადასცდა, თუმცა რამდენიმე საათში $69-ს ჩამოსცდა, კლება ტრამპის განცხადების შემდეგაც გაგრძელდა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ კონფლიქტი სრულმასშტაბიანი ომის სახეს არ მიიღებდა.
რაც შეეხება საწვავის ფასს საქართველოში, ბოლო დღეებში ბაზარზე რაიმე მკვეთრი ცვლილება არ მომხდარა.ამ ეტაპზე ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი 2.59-დან 2.64 ლარამდე მერყერობს, რეგულარის 2.45-დან 2.55-მდე, 2.67-დან 2.74-მდე, ბუნებრივი გაზის კი 1.44-დან 1.46-მდე. არაბრენდულ სადგურებზე ფასი როგორც წესი 10-15 თეთრით ნაკლებია.