დონალდ ტრამპი: ირანმა ბირთვული ამბიციები უნდა შეწყვიტოს და ტერორიზმის დახმარება დაასრულოს

“ირანმა ბირთვული ამბიციები უნდა შეწყვიტოს და ტერორიზმის დახმარება დაასრულოს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ირანმა მტრული დამოკიდებულება 2015 წელს „სულელური“ ბირთვული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გააძლიერა.

„მტრობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 2015 წელს სულელურ ირანულ ბირთვულ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მას 150 მილიარდი დოლარი მისცეს, რომ აღარაფერი ვთქვათ, 1,8 მილიარდ დოლარ ნაღდ ფულზე. აშშ-სთვის მადლობის თქმის ნაცვლად, ისინი სკანდირებენ “სიკვდილი ამერიკას“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ირანი ამ ფულით ტერორიზმს აფინანსებდა და იემენში, სირიაში, ლიბანში, ავღანეთსა და ერაყში „ჯოჯოხეთი შექმნა“.

„რაკეტებისთვის, რომელიც წუხელ ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს დაგვიშინეს, იმ თანხით გადაიხადეს, რომელიც წინა ადმინისტრაციამ გახადა ხელმისაწვდომი”,- განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ირანმა ბირთვული ამბიციები უნდა შეწყვიტოს და ტერორიზმის დახმარება დაასრულოს.

„მოვიდა დრო, როდესაც გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა უნდა აღიაროს რეალობა და ირანის ბირთვული შეთანხმების ნაშთებს თავი დააღწიონ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ და მივაღწიოთ ირანთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც მსოფლიოს უფრო დაცულ და მშვიდობიან ადგილად აქცევს. ასევე ისეთ შეთანხმებას, რომელიც ირანს წარმატებასა და განვითარებას მოუტანს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ირანს შეუძლია დიდებული ქვეყანა გახდეს.

„ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება შეუძლებელია, თუკი ირანი ძალადობის გაღვივებას განაგრძობს“, – აღნიშნა ტრამპმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები