სებასტიან კურცი ავსტრიის პრემიერ-მინისტრი მეორედ გახდა

ავსტრიის პრემირ-მინისტრი უკვე მეორედ სებასტიან კურცი გახდა. ფიცის დადების დროს, მან განაცხადა, რომ ქვეყნის „კლიმატსა და საზღვრებს დაიცავს“.

მისი მთავრობის მინისტრების ნახევარზე მეტი ქალია, მათ შორის თავდაცვის მინისტრი კლაუდია ტანერი, ყველა მათგანის ასაკი 30-დან 40-მდე მერყეობს.

2019 წლის სექტემბერში კურცის პარტიამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

33 წლის პოლიტიკოსი ქვეყნის კოალიციურ მთავრობას 2017-2019 წლებში ხელმძღვანელობდა, თუმცა მერე პარლამენტმა კურცის მთავრობას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა.

აღნიშნული უკავშირდებოდა ვიცე-პრემიერ ხაინც-კრისტიან შტრახესტან დაკავშირებულ სკანდალს.

მაისში ორმა გამოცემამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც 2017 წლის ივლისში იბიცაზეა გადაღებული, სადაც შტრახე ახალგაზრდა ქალთან, რომელსაც მედიამ „რუსი ოლიგარქის ძმისშვილად“ ასახელებდა მოლაპარაკებას მართავს. ვიდეოში ჩანს, რომ ქალი პოლიტიკოსს ფულს სთავაზობს და არჩევნებზე დახმარებას, გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ.

მაისში შტრახემ თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულებას ფინანსთა მინისტრი გარტვიგ ლეგერი ასრულებდა, შემდგომ კი, მოსამართლე ბრიგიტე ბირლაინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები