გარდაბნის მუნიციპალიტეტში საშობაო “ალილოს” მსვლელობა მიმდინარეობს

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში საშობაო “ალილოს” მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარიდან დაიწყო და ქალაქის ქუჩების გავლით,საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.

საშობაო “ალილოს” მსვლელობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და გარდაბნის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

ალილოზე შეგროვებული ნობათი ნორიოსა და მარტყოფში არსებულ ბავშვთა სახლებს და შშმ პირთა ცენტრს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები