რუსთავში ტრადიციული საშობაო ალილო მიმდინარეობს
ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავში ტრადიციული საშობაო ალილო მიმდინარეობს.
ტრადიციული “ალილო” რუსთავის „სიონის“ ეზოში დაიწყო და ქალაქის ქუჩებში გრძელდება. სასულიერო პირები და მორწმუნეები საშობაო სიმღერით „ალილო“ რუსთაველ მოქალაქეებს ქრისტეს დაბადებას ულოცავენ.
ღონისძიებაში “სიონთან” არსებული სამრევლო სკოლა “მთაწმინდელი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი “გორგასალი“ მონაწილეობს. მოცეკვავეებმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებენ.