მაია ცქიტიშვილი: გუდაურში, “რედკოს” დასახლებაში წყალმომარაგება დილიდან აღდგენილია, წყალი ყველა კორპუსს მიეწოდება

გუდაურში “რედკოს” დასახლებაში წყალმომარაგება დილიდან აღდგენილია, წყალი ყველა კორპუსს მიეწოდება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გუდაურში გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“რედკოში” წყალმომარაგება დილიდან აღდგენილია, ყველა კორპუსს მიეწოდება წყალი. ასევე, ჩვენ განუწყვეტლივ რეჟიმში “რედკოს” დასახლებას წყალს წყალმზიდების მეშვეობით ვაწვდიდით, რაც ასევე გაგრძელდება იმისთვის, რომ მათ ყველა საჭირო მარაგი ჰქონდეთ. გარდა ამისა, ჩვენ წყალმომარაგების კომპანიაში საკადრო ცვლილება გვაქვს და კომპანიას ეყოლება ახალი ხელმძღვანელი გიგა მანდარია, რომელსაც წყალმომარაგების სისტემაში მუშაობის გამოცდილება აქვს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები