ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში საშობაო წირვა-ლოცვა აღევლინა

ზუგდიდში, ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან ერთად, საშობაო წირვა-ლოცვა აღავლინა.

“სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღესასწაულს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს სულიერ შვილებს აფხაზეთში, სამაჩაბლოში. მშვიდობა, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში,”-განაცხადა მეუფე გერასიმემ.

საშობაო წირვას სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები, დავით ფარცვანია, დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გეგა შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მრევლი ესწრებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები