მექსიკაში 13 წლის განმავლობაში 60 ათასზე მეტი ადამიანი დაიკარგა

მექსიკაში 2006 წლიდან-2019 წლამდე, მას შემდეგ რაც ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა დაიწყო, 60 ათასზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ამის შესახებ ქვეყნის შსს მინისტრის მოადგილემ ალეხანდრო ენსინასმა განაცხადა.

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, 8 ათასამდე ადამიანი არსებობს, რომელთა დაკარგვის თარიღი უცნობია.

უკანასკნელ წლებში მექსიკა ძალადობის ტალღამ მოიცვა, რომელიც გამოწვეული იყო ნარკორეალიზატორებს შორის დაპირისპირებას.

2018 წელს ქვეყანაში მკვლელობების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით მოკლულია 33,3 ათასი ადამიანი. აღნიშნულმა მაჩვენებელმა წინა წლის 2017 წლის რეკორდი მოხსნა – მაშინ 31,2 ათასი მკვლელობა მოხდა.

დანაშაულთან ბრძოლა, მექსიკაში 2006 წელს პრეზიდენტ ფელიპე კალდერონის დროს დაიწყო. ნარკომაფიის წინააღმდეგ მან საჯარისო დანაყოფებიც კი გამოიყენა, ფედერალური პოლიციის რეფორმირება მოახდინა და მექსიკის დანაშაულებრივი სამყაროს ყველაზე ოდიოზურ ფიგურებზე ნადირობა გამოაცხადა.

აღნიშნული ბრძოლა, კალდერონის შემცვლელმაც, ენრიკე პენია ნეტომაც გააგრძელა. მან ცნობილი ნარკობარონების დაკავება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები