საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის 68 % აზერბაიჯანზე მოდის
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ 1 623 მლნ.კვ/სთ ელექტროენერგია შეიძინა.
ოფიციალური მონაცემებით, იმპორტირებული ელექტროენერგიის 68 % აზერბაიჯანზე მოდის, ხოლო 32% რუსეთზე.
ESCO-ს მონაცემებით, გასულ წელს ელექტროენერგიის ექსპორტმა საქართველოდან 243,4 მლნ. კვ/სთ შეადგინა, რაც 58 %-ით ნაკლებია 2018 წლის ექსპორტთან შედარებით. საქართველოს მიერ ექსპორტირებული ელექტროენერგიის 46 % თურქეთმა შეიძინა.