„გულითა და სულით გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს, შორეული ცენტრალური აფრიკის ქალაქ ბანგიდან“…

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ვიცე-პოლკოვნიკი თამარ კიკნაძე აფრიკის მისიიდან ულოცავს საქართველოს შობა-ახალ წელს.
„ჩემო საქართველო, ჩემო მონატრებულო ქართველებო, ჩემო ოჯახის წევრებო, ვეტერანებო, ომში გმირულად დაღუპული ოჯახის წევრებო, ქედს ვიხდი თითოეული თქვენგანის წინაშე, თქვენ სამშობლოს გმირები აღუზარდეთ.
გულითა და სულით გილოცავთ ყველას შორეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ ბანგიდან შობა-ახალ წელს, ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2020 წლის შემობრძანება, გისურვებთ, პირველ რიგში, მშვიდობას, ჯანმრთელობას, ხვავს და ბარაქას.
განსაკუთრებულად შობა-ახალ წელს მივულოცავ საერთაშორისო მისიებში მყოფ თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, უფლის წყალობა და მფარველობა არ მოგკლებოდეთ, ბიჭებო, გისურვებთ წარმატებულ მისიას, ჯანმრთელობას და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებას.
ვისარგებლებ შემთხვევით და ასევე შობა-ახალი წელი მინდა მიულოცო თავდაცვის მინისტრს. ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მის მოადგილეებს. ასევე თავდაცვის ძალების მეთაურს. გენერალ-ლეიტენანტის ბატონ ვლადიმერ ჩაჩიბაიას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და თითოეულ სამხედრო პოლიციის თანამშრომელს, საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსს, მის მოადგილეებს და თითოეულ გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებს…
ბატონმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თითოეულ სამხედრო მოსამსახურეში გამოაღვიძა ღირსება, მეტი შემართება და ენთუზიაზმი, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო. სადაც არ უნდა ვიყოთ – ავღანეთის ისლამური რესპუბლიკაში, მალში თუ ცენტრალურ აფრიკაში. დავიცვათ ღირსეულად ჩვენი ქვეყნის ინტერესები და პირნათლად შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობა.
თქვენ მართლაც ახალი სიცოცხლე, იმედი გააცოცხლეთ შეიარაღებულ ძალებში, უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი და დამცველი. მჯერა, თქვენი დაწყებული კეთილშობილური პროექტები განხორციელდება წარმატებით. ბედნიერი ვარ, როდესაც ვუყურებ იმედჩასახულ ბედნიერ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გამოხატავენ მადლიერებას თქვენ მიერ დაწყებულ საქმიანობებში.
გილოცავთ, დღეს ყველაზე გრძელი და ბედნიერი ღამეა, დღეს შობის სიხარული ყველა ადამიანში დაიბადება!
დღეს ყველას ოჯახში ღმრთივსათნო ნატვრა ახდება! ამინ, ამინ, ამინ!“ – წერს თამარ კიკნაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები