გუდაურში, ზვავში მოყოლილი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

გუდაურში ტურისტი, რომელიც ზვავში მოყვა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მოყვა. ცხედარს მაშველებმა ერთდღიანი სამძებრო-სამუშაოების შემდეგ მიაკვლიეს. დაღუპული პროზექტურაშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები