იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მოქმედებს

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო, ​​​ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, რომელთა დიდი ნაწილიც ქურთისტანის რეგიონშია კონცენტრირებული, კავშირზეა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქებში დუჰუკში, ერბილსა და სულეიმანიაში მოქალაქეთა ინფორმაციით ვითარება მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ამასთან, საელჩოში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი +962 797 299 799.

ირანელი გავლენიანი გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო, ირანი ამერიკელებზე შურს იძიებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები