მწვავე ვირუსული ინფექციით თბილისში 8 წლის ბავშვი დაიღუპა
მწვავე ვირუსული ინფექციით, თბილისში 8 წლის ბავშვი დაიღუპა. მოზარდი თემქაზე მდებარე ერთ-ერთ პედიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო. აღინიშნებოდა ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და ყელის ტკივილი. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მკურნალობა დაგვიანებული იყო.