ავსტრალიაში ტყის ხანძრების ლოკალიზებას ვერ ახერხებენ

 

ავსტრალიაში ტყის ხანძრების ლოკალიზებას ვერ ახერხებენ. ბოლო კვირის განმავლობაში ავსტრალიაში ხანძარმა სულ მცირე 381 სახლი გაანადგურა. BBC-ს ინფორმაციით, 17 ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ახალი სამხრეთ უელსის ხელისუფლებამ პარასკევს ერთკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლებას საშუალება ექნება, იძულებითი ევაკუაცია მოახდინოს, დაკეტოს გზები და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება გაატაროს.

უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები ავსტრალიაში მაღალ ტემპერატურას და ძლიერ ქარს ვარაუდობენ, რაც სტიქიის არეალს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

სახანძრო სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს, ახალი სამხრეთ უელსის სანაპიროებს 260 კმ-ს რადიუსით დაშორდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები