თბილისში ვეძინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია

თბილისში ვეძინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ვეძინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი გავრცელებულია იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის სასხვენო გადახურვაზე.
​ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ვეძინის ქუჩაზე მუშაობს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
​ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს”,-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები