ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის ღვაწლი ეკლესიაში დიდია, ვულოცავთ მას დიდი სიხარულით

“პატრიარქის ღვაწლი ეკლესიაში ძალიან დიდია, ამიტომ სიხარული ყველასთვის, ვისთვისაც ეკლესია ძვირფასია, ძალიან დიდია და ვულოცავთ დიდი სიხარულით”, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
„დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს მორწმუნე საზოგადოება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარედანაც ძალიან ბევრი მოლოცვები მოდის, ჩვენ ვუერთდებით ამ სიხარულს. პატრიარქი 87 წლის შესრულდა, მისი შრომა, მისი ღვაწლი ეკლესიაში ძალიან დიდია, ამიტომ სიხარული ყველასთვის, ვისთვისაც ეკლესია ძვირფასია, ძალიან დიდია და ვულოცავთ დიდი სიხარულით. დღეს პატრიარქთან მოსული იყო ბიძინა ივანიშვილი დაბადების დღის მისალოცად, ასევე ირაკლი ღარიბაშვილი. საღამოს, მოგვიანებით ველოდებით სხვა სტუმრებსაც. დღეს იყვნენ მისი ნათლულები და იყვნენ ასევე თბილისის ზღვაზე მდებარე ლომისის მონასტრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, რომლებიც, იცით თქვენ, რომ აბორტს გადარჩენილი ბავშვების თავშესაფარია იქ და ისინი უშუალოდ პატრიარქის მზრუნველობის ქვეშ არიან“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, პატრიარქს დღეს 87 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები