ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დღეს მოხდა.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

როგორც “რეგიონულ კვირას ” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები