სასამართლომ გოგი წულაიას 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პარტია “თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარეს 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
გოგი წულაიას მხრიდან, 11 დეკემბერს, ქუთაისში მესხიშვილის თეატრთან, ბუჩქებზე პოლიტიკოსების პლაკატების გაკვრა სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია და მოძრაობა “გაბედეს“ წევრის შემდეგ, გოგი წულაიაც დააჯარიმა.
“ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმაა იმის, რომ ქართული სასამართლო არ არსებობს, არავითარი კანონიერება არ არსებობს. ამით გადადგეს ნაბიჯი დასასრულისკენ ,რამდენ სისულელესაც ჩაიდენენ , მით უფრო მალე დაასრულებენ, ეს არის ჩვენი დაშინებისთვის გადადგმული ნაბიჯი“, -განაცხადა გოგი წულაიამ.
გოგი წულაიამ პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.