ჭიათურის მერმა სოფელ გეზრულში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს ახალი წელი მიულოცა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე გეზრულის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოციალურად შეჭირვებულ გაგი გეგეშიძის ოჯახს ესტუმრა, ახალი წელი მერის წარმომადგენელთან დავით ხოჯანაშვილთან ერთად მიულოცა და საკვები პროდუქტები გადასცა.
“აქცია ერთჯერადი არ გახლავთ. შეჭირვებულ ოჯახებზე ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს. შესაბამისად, არც ამ ოჯახის პრობლემებია უცხო ჩვენთვის. მათზე ძალიან ბევრი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია თუ ცალკეული პირი ზრუნავს. მომავალ წელს ვისურვებდი ნაკლებად გვყავდეს შეჭირვებული ოჯახები“, – განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.