მელექედურში 79 წლის ქალი გაგუდული იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, 79 წლის იზოლდა ხელაძე მეზობლებმა გაგუდული იპოვეს, სახლიდან წაყვანილია გარდაცვლილის დის შვილის კუთვნილი ავტომობილი.

როგორც გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მელექედურში, კახა მესხია “რეგიონულ კვირას” უყვება, გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა.

“მეზობელმა შენიშნა, რომ სახლის ჭიშკარი იყო ღია, რომ კარი დაკეტილი იყო და ვერ გაბედეს შიგნით შესვლა. მერე მე და ერთი მეზობელი შევედით, ლოგინში დაგვხვდა, სახეზე ბალიში ქონდა აფარებული, გაგუდულია. მარტო ცხოვრობდა საცოდავი, ისე ორი დისშვილი ჰყავს. მანქანა მისი ბიჭი ძმისშვილის იყო, გაფუჭებული იყოო და ჩემთან ყავს დატოვებულიო, ერთხელ მითხრა გარდაცვლილმა” -განაცხადა კახა მესხიამ.
როგორც “რეგიონული კვირასთვის” ცნობილი გახდა, ავტომობილს, რომელიც ყაჩაღებმა წაიყვანეს, აკუმულატორი არ ქონდა. აკუმულატორი სხვა მეზობლისგან მოუპარავთ და ისე წაუყვანია მანქანა.

ამჟამად გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაყვანილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები